logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: შეკითხვები არის ლეგიტიმური, რომლებსაც დიმიტრი ქუმსიშვილმა და ზურაბ ალავიძემ პასუხი უნდა გასცენ
- +

17 ივლისი. 2018. 18:51

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, კითხვები, რომლებსაც დიმიტრი ქუმსიშვილმა და ზურაბ ალავიძემ პასუხი უნდა გასცენ, ლეგიტიმურია.

 

მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სწორედ ის უწყებებია, რომლებიც ბიუჯეტის დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს განაგებდნენ.

 

„დიდი სიამოვნება იმაში არ არის, რომ გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ ყოფილი თანამდებობის პირები, მაგრამ ეს სწორედ ის უწყებებია, რომლებიც ბიუჯეტის დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს განაგებდნენ. ვინც არ უნდა იყოს, ყოფილი თუ ახლანდელი თანამდებობის პირები, მოქალაქეები, რა საკითხზეც არ უნდა იყოს გამოკითხვა, შეკითხვები არის ლეგიტიმური, რომლებსაც სრული პასუხი უნდა გასცეს ერთმაც და მეორემაც. როგორ განვითარდება, ეს არავინ იცის. წინასწარ ასე ხაზის გადასმაც არ მიმაჩნია სწორი, თუმცა სასიამოვნო ამაში არაფერი არ არის“, - განაცხადა ვოლსკიმ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში დღეს გამოკითხეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner