logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როგორც ჩანს, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ზურაბ ალავიძის მიმართ არის კითხვები
- +

17 ივლისი. 2018. 21:46

 

„როგორც ჩანს, სამართალდამცველებს აქვთ გარკვეული კითხვები, ეს არის მათი პრეროგატივა, პარლამენტი ვერ ჩავერევით მათ კომპეტენციაში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ზურაბ ალავიძისა და დიმიტრი ქუმსიშვილის გამოკითხვის საკითხზე კომეტირებისას განაცხადა.

 

„თუ არის კითხვები, ეს კითხვები დაისმება და მათ პასუხი გაეცემა. ყველაფერი მოხდება საჯაროდ და საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია.  აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ამ კუთხით კითხვის ნიშნები არ გაჩნდება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში დღეს გამოკითხეს.  როგორც მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, ალავიძე და ქუმსიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner