logo_geo
eng_logo
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს შეხვდა
- +

18 ივლისი. 2018. 00:16

 

საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობები,  სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობა და მიმდინარე რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრ ალექსანდრ საიენკოს შეხვედრის მთავარი თემები.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის მინისტრს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო ევროპულ მისწრაფებებსა და მსგავს გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც საქართველო და უკრაინა დგანან.

 

ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკასა და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ გაღრმავებაზე. აგრეთვე, აღინიშნა ამ სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობა.

 

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner