logo_geo
eng_logo
გედევან ფოფხაძე: ჩვენი ამოცანაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხაზი გაესვას რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს
- +

21 ივლისი. 2018. 16:10

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გედევან ფოფხაძის შეფასებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე რუსეთის გენერალური პროკურატურიდან მისი ოჯახისთვის გაგზავნილ წერილი ძალიან ცინიკურია.

 

„რუსეთს აქვს ასეთი პოზიცია არჩეული, რომ როცა უნდა გვესაუბრება საერთაშორისო ნორმის სტანდარტებით, რეალურად ცხინვალში რომ ისაა ოკუპანტი და ავტორი იმ ანკლავის, რომელიც იქ შეიქმნა, ამ რეალობას რუსეთი არასდროს არ აღიარებს. მაგრამ ამ რეალობას ხედავს მთელი მსოფლიო. ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად მთელი ეს პროცესი მოვაქციოთ მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ხაზი გაესვას რუსეთის პოლიტიკის რეალურ სახეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მივიღოთ საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც მოგვცემს საშუალებას, გავათავისუფლოთ მოქალაქეები ძალადობრივი რეჟიმისგან“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

 

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე მისმა ოჯახმა და ადვოკატებმა რუსეთის გენერალური პროკურატურიდან წერილი მიიღეს. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიას“ პრეზიდენტის მარიამ ჯიშკარიანის თქმით, რუსეთის გენერალური პროკურატურის წერილში განმარტებულია, რომ „სამხრეთ ოსეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და რუსეთი არ ერევა მათ საქმიანობაში“.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner