logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილზე: გადაწყვიტოს, უღირს თუ არა გარისკვა!
- +

21 ივლისი. 2018. 17:06

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძის პროგნოზით, საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ადგილზე გასული კანდიდატი 20 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს.

 

„ვინც არ უნდა დავასახელოთ, გიორგი მარგველაშვილთან შედარებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე დაახლოებით სამმაგი სხვაობა მაინც გვექნება, ამიტომ, „ქართული ოცნების“ კანდიდატს ნუ დაელოდება, გადაწყვიტოს, უღირს თუ არა გარისკვა.

 

აქ ვარ მე და აქ – თქვენ. გარანტიას გაძლევთ, რომ მეორე ადგილზე ვერცერთი კანდიდატი 20 პროცენტზე მეტს ვერ მიიღებს და შეგიძლიათ განსაზღვროთ, ჩვენ ველოდებით სხვას თუ სხვა გველოდება, ჩვენ. ის პარტია ვართ, ვინც არჩევნებზე გარანტიით ყველაზე მეტ ხმას მიიღებს და დიდი უპირატესობა გვექნება მეორე და მესამე კანდიდატებთან შედარებით. არავის არ ველოდებით, ჩვენ უნდა დაგველოდონ სხვები და როგორც ჩანს, ჩვენ გველოდება გიორგი მარგველაშვილი და გადაწყვეტილებას არ იღებს, თუმცა აქაც შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი გადაწყვეტილება გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებაზე გავლენას არანაირად არ ახდენს, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა კობახიძემ.

 

გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ეხმარება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას. მისი თქმით, დღეს რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადოს, „ქართული ოცნება“ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც შემდგომში ყველაზე სუსტი და მორჩილი პრეზიდენტი იქნება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner