logo_geo
eng_logo
აჭარის უმაღლესმა საბჭომ მთავრობის შემადგენლობა დაამტკიცა
- +

21 ივლისი. 2018. 18:28

 

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესიაზე რეგიონის ახალი მთავრობა ფარული კენჭისყრით 14 ხმით დამტკიცდა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. სხდომას არ ესწრებოდნენ: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ზაზა ოქუაშვილი და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი პეტრე ზამბახიძე.

 

აჭარის მთავრობის ახალ შემადგენლობას თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. რაც შეეხება მთავრობის წევრებს, ოთხი მინისტრიდან ორი ახალი სახეა - ჯაბა ფუტკარაძე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, ტიტე აროშიძე კი სოფლის მეურნეობის სამინისტროს უხელმძღვანელებს. მთავრობის ძველი შემადგენლობიდან თორნიკე რიჟვაძემ ორი მინისტრი შეარჩია: ინგა შამილიშვილი - განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ზაალ მიქელაძე კი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრია.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner