logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: როდესაც საქმე ეხება ყოფილ პოლიტიკურ თანამდებობის პირს, ადვილია სპეკულაციების წამოწყება
- +

21 ივლისი. 2018. 19:40

 

 

 

„როდესაც საქმე ეხება ყოფილ პოლიტიკურ თანამდებობის პირს, ადვილია ასეთი სპეკულაციების წამოწყება, თუმცა ეს არის რეალურად სპეკულაციები“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ყოფილი მინისტრების პროკურატურაში გამოკითხვის შესახებ საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძე იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საუბარია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე.

 

„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ რაიმე კითხვა არსებობს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან, ეს კითხვები დაისმება და ამ კითხვებს უნდა გაეცეს, ბუნებრივია, პასუხი. დაველოდოთ როგორ წარიმართება ეს პროცესი. ეს არის მათი საქმე, სამართალდამცავი ორგანოების საქმე. ჩვენ ამ პროცესში ვერ ჩავერევით. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენი საზედამხედველო ფუნქციებიდან გამომდინარე დავაკვირდეთ ამ პროცესს და გვქონდეს შესაბამისი რეაგირება.

 

მე დეტალებიც კი არ ვიცი და ვერც მეცოდინება, ბუნებრივია, ამ საქმის დეტალები, როდის დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, განხილვა სამართალდამცავ ორგანოებში, ესეც კი არ ვიცი. ამიტომ, აქ კომენტარის გაკეთება, ბუნებრივია, მე გამიჭირდება. არის კონკრეტული პროცესი. დაისმება კითხვები და ამ კითხვებს გაეცემა პასუხი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner