logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მზრუნველი პრეზიდენტი გვყავს...
- +

22 ივლისი. 2018. 03:35

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გიორგი მარგველაშვილს „თავის თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს“.  ასე გამოეხმაურა კალაძე საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს.

 

„ცოტა გასაოცარი იყო მისი განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. მე მგონია, რომ ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს თავის თავზე. ზოგადად, მოსახლეობა ძალიან კარგად აფასებს არსებულ მდგომარეობას და გადაწყვეტილებასაც მიიღებს. არჩევნები ყოველთვის გვაჩვენებს რეალურ სურათს, შესაბამისად, ყველა პოლიტიკოსს და ყველა პარტიას მოსახლეობა მიუჩენს თავის ადგილს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ის ასევე გამოეხმაურა მარგველაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ჯერ თავის გადაწყვეტილებას არ გააჟღერებს.

 

„მადლობა გიორგის, რომ ზრუნავს პარტია „ქართულ ოცნებაზე“. ძალიან სასიამოვნოა ის დამოკიდებულება, რომელიც მას გააჩნია. არ ამბობს ჯერ თავის კანდიდატურას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული კანდიდატი წარმოადგინოს. ძალიან საინტერესოა, რომ მზრუნველი პრეზიდენტი გვყავს“, – აღნიშნა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner