logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშს მოამზადებს
- +

23 ივლისი. 2018. 12:23

 

ევროპარლამენტის მომხსენებელი ანდრეის მამიკინსი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშის მომზადების მიზნით საქართველოში იმყოფება.

 

მამინსკიმ დღეს პირველი შეხვედრა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავასთან გამართა.

 

„ჩემს მეგობარ თამარ ხულორდავასთან განვიხილე როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფართო სპექტრი - ბრექსიტიდან დაწყებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთით დამთავრებული. მე აქ ვიმყოფები, რათა მოვამზადო ანგარიში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის 3 წლის შედეგებზე. თქვენ ხართ ლიდერი არა მხოლოდ ევროკავშირის დროშის დემონსტრირებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების იმპლემენტაციის თვალსაზრისით. მე მოხარული ვარ, რომ ქართული საზოგადოება, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში“, - განაცხადა მამიკინსმა.

 

მამიკინსმა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ არსებობს კონფლიქტის გადაწყვეტის სამხედრო გზა და გამოსავალი მხოლოდ დიპლომატიაშია. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ის 24 ივნისს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ესტუმრება.

 

მისი თქმით, ახლა შეიძლება საუკეთესო დრო არ არის ევროკავშირში ინტეგრაციული პროცესების თვალსაზრისით, თუმცა მომავალი წლის ნოემბერში ევროკომისია ახალი შემადგენლობით დაკომპლექტდება და სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვლება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner