logo_geo
eng_logo
კახა კალაძე საპრეზიდენტო კანდიდატზე: კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს, საუბარია რამდენიმე კანდიდატურაზე
- +

23 ივლისი. 2018. 13:17

 

თბილისის მერმა „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა. კახა კალაძის თქმით, გადაწყვეტილების მიღება უახლოეს დღეებში მოხდება.

 

„კონსულტაციები დიდი ხანია მიმდინარეობს, საუბარი არის რამდენიმე კანდიდატურაზე. „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატი უახლოეს მომავალში, კანონის შესაბამისად, დასახელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კითხვაზე, განიხილება თუ არა სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა, კახა კალაძემ უპასუხა, რომ ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ წევრი არ არის.

 

„ბევრი საინტერესო და ღირსეული კანდიდატი განიხილება, რომელსაც პირველივე ტურში აქვს გამარჯვების მოპოვების შესაძლებლობა და საზოგადოების მხარდაჭერა. შესაბამისად, უახლოეს დღეებში, პოლიტსაბჭოზე მოხდება განხილვა და გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner