logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია დეპუტატებს: ერთი საკითხი ყველამ უნდა გავითვალისწინოთ...
- +

23 ივლისი. 2018. 13:18

 

ამ წუთებში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში პროკურატურის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. დეპუტატების კითხვებს ქალაქ თბილისის ყოფილი პროკურორი, მიხეილ შაყულაშვილი და მისი ყოფილი მოადგილე, გიორგი გაბოძე პასუხობენ. ამ დროისთვის ორივე მათგანი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

 

კომისიის სხდომის მიმდინარეობისას ეკა ბესელიამ განცხადება გააკეთა და დეპუტატებს მიმართა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმდინარეობისას, თავი შეიკავონ მტკიცებულებების ნაწილში მტკიცებითო ფორმით საუბრისგან, რათა არ მოხდეს აღქმა, თითქოს ხდება მათი მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა.

 

„ერთი საკითხი, რაც წმინდა საპროცესო კოდექსიდან გამომდინარეა, მგონია, რომ ყველამ გავითვალისწინოთ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლო ჯერ არ დაწყებულა და შეიძლება პარალელურადაც მოგვიწიოს მუშაობა კომისიას და სააპელაციო სასამართლოს. ალბათ, საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, პროკურორებს აქვთ, რა თქმა უნდა, უფლება ბრალი მტკიცებით ფორმაში დაამტკიცონ კიდევაც თუ მიაჩნიათ, რომ ბრალი დადასტურებულია და მესმის, რომ მათ კონკრეტული მტკიცებულების მიმართ პოზიცია ექნებათ, რომ მიაჩნიათ დადასტურებულად, მაგრამ ჩვენ კომისიის წევრები, პოლიტიკოსები ალბათ უკეთესი იქნება, მე უბრალოდ თხოვნა მექნება, პროცედურულად იქნებ გავითვალისწინოთ მტკიცებულებებთან დაკავშირებით მტკიცებით ფორმაში რა მიგვაჩნია სარწმუნოდ და რა არა პირდაპირ ეთერში იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა დაიწყოს განხილვა, ალბათ არ იქნება მართებული. ეს შეიძლება იყოს აღქმული, როგორც ზეწოლა სასამართლოზე, ამიტომ მემგონი რომ კარგი იქნება, რომ ეს გავითვალისწინოთ, რადგან მაინც პირდაპირ ეთერში მიდის სამწუხაროდ ასეთი საკითხები, რაც მგონია, რომ ასევე ცოტა პრობლემური არის სასამართლოს პარალელურად, მაგრამ რადგან ასე ხდება, პოლიტიკოსების მხრიდან მტკიცებულებებზე მტკიცებით ნაწილში საუბარი მემგონი ალბათ იქნება ზეწოლის აღმქმნელი სასამართლოსთვის. ეს რომ გავითვალისწინოთ“, - განაცხადა ბესელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner