logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: კვირის ბოლომდე საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გვექნება
- +

23 ივლისი. 2018. 17:07

 

 

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე ჩამოყალიბდება. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„სავარაუდოდ, ამ კვირის ბოლომდე გვექნება კონსულტაციები საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება პოზიცია, რა სახით ვმონაწილეობთ საპრეზიდენტო არჩევნებზე. მას შემდეგ, რაც გაიმართება კონსულტაციები, ამის შემდეგ გვექნება კონკრეტული კომენტარის გაკეთების საშუალება.

 

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ჩემი ინფორმაციით, მას თავად არ აქვს სურვილი მონაწილეობა მიიღოს საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მისი პოზიცია, მისი დამოკიდებულება და ჩვენ ვხელმძღვანელობთ მისი ამ პოზიციით", - განაცხადა კობახიძემ.

 

რაც შეეხება სალომე ზურაბიშილს, დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული ოცნება“ მის კანდიდატურას, როგორც კობახიძემ განაცხადა, ჯერ გუნდში განხილვა არ ყოფილა რა ფორმით მიიღებს გუნდი არჩევნებში მონაწილეობას.

right_banner right_banner
არქივი
right_banner