logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, კრიმინალთან ბრძოლაში შსს-ს სერიოზული წარმატებები ექნება
- +

23 ივლისი. 2018. 17:41

 

„დარწმუნებული ვარ, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კრიმინალთან ბრძოლაში შსს-ს სერიოზული წარმატებები ექნება“, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას, არასრულწლოვნების დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ცვლილებების საჭიროების შესახებ.

 

„ყველა მიმართულებით არის სამუშაო. შსს-ში არსებითი ცვლილებები ხორციელდება. ამ პროცესებს სათავეში გიორგი გახარია უდგას და დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით, ყველა მიმართულებით  სერიოზული პროგრესი იქნება. კრიმინალთან ბრძოლა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და დარწმუნებული ვარ, გახარიას ხელმძღვანელობით, ამ კუთხით შსს-ს  სერიოზული წარმატებები ექნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

ამასთან, მისი თქმით, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, კანონმდებლობაც გადაისინჯოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner