logo_geo
eng_logo
საბერძნეთი, ხანძრის დროს დახმარების შეთავაზებისათვის, საქართველოს მადლობას უხდის
- +

6 აგვისტო. 2018. 16:17

 

საბერძნეთი, კუნძულ ატიკაზე ხანძრის დროს დახმარების შეთავაზებისათვის საქართველოს მადლობას უხდის. მადლობის წერილს, რომელიც საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახელზე გამოაგზავნა, საქართველოს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

 

„აღნიშნული სოლიდარობა გამოიხატა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან რთულ პერიოდში, როდესაც ადამიანურმა მსხვერპლმა და მატერიალური ზიანის ფარგლებმა რთული გახადა, გავმკლავებოდით სიტუაციას. ყოველთვის სანუგეშო და გამამხნევებელია ჩვენთვის, ვიცოდეთ, რომ თქვენ თანაუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც დაზარალდა აღნიშნული ბუნებრივი კატასტროფის შედეგად, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ქვეყანას. ასეთი ჟესტები გვაძლევს საჭირო გამბედაობასა და სურვილს, გავაგრძელოთ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისა და აღდგენის რთული ამოცანები.

მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი მხარდაჭერის გამო. მწამს, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ბრწყინვალე თანამშრომლობა ანალოგიურად გაგრძელდება მომავალშიც”, – ნათქვამია საბერძნეთის სამოქალაქო უსაფრთხოების გენერალური მდივნის, იოანე კაპაკისის წერილში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner