logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: სალომე ზურაბიშვილს საინტერესო თავგადასავალი აქვს
- +

6 აგვისტო. 2018. 16:30

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე ქანთარიამ კითხვაზე - დაუჭერს თუ არა „ქართული ოცნება“ მხარს სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე, განაცხადა, რომ ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვევა.

 

„ვერაფერს გეტყვით იქამდე, სანამ არ იქნება ერთიანი პოზიცია. მე მახსენდება ლადო ასათიანის სიტყვები - ცოტა კიდევ მოითმინე ლამაზო და ნანატრი მთა-გორებიც იქნება“, - განაცხადა ქანთარიამ.

 

მისივე თქმით, როგორც პიროვნებას, სალომე ზურაბიშვილს ძალიან საინტერესო თავგადასავალი აქვს.

 

„ოჯახი, წინაპრები, მისი გზა ცხოვრებასა და პოლიტიკაში, საქართველოში დაბრუნება, ლავროვთან საკმაოდ თამამად ჯდომა. ბევრი დადებითია გასახსენებელი მის შესახებ“,- განაცხადა ქანთარიამ.

 

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არ დაუჭერს ისეთ კანდიდატს მხარს, ვისაც ნულოვანი შანსი ექნება.

 

მისივე განცხადებით, თუ იქნება დამოუკიდებელი კანდიდატი, მასზე გავლენა მმართველ გუნდს არ უნდა ჰქონდეს.

 

„მარგველაშვილი არ იყო პარტიის წევრი, იყო გუნდის წევრი. იყო მინისტრი, მონაწილეობდა საარჩევნო კამპანიაში და ვერავინ იტყვის, რომ შორიდან მოვიყვანეთ",- განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

 

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება. განსახილველი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნებზე სწორედ პარტიის მონაწილეობის ფორმაა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner