logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბების პროცესში
- +

6 აგვისტო. 2018. 19:11

 

„ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილებაა ქართული დემოკრატიის და პრეზიდენტის ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში“, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" მხრიდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დეტალურად ახსნა ის მიზეზები, რაც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას.

 

„ჩვენს მიერ ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" არ წარმოადგინოს კანდიდატი, არის გათვლილი იმისკენ, რომ ჩვენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შევუწყოთ ხელი, ასევე საპარლამენტო რესპუბლიკის განვითარებას. ეს გადაწყვეტილება ამომრჩეველს ნამდვილად არ დააბნევს. ეს გადაწყვეტილება ემსახურება იმას, რომ ამომრჩეველს დავანახოთ, თუ რა სახის სახელმწიფოს ვაშენებთ. იმ პირობებში, როდესაც "ქართულ ოცნებას" ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა, ადგილობრივ თვითმმართველობებში უმრავლესობა წარმოდგენილია "ქართული ოცნების" კადრებით, ამ შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" არ აქვს საჭიროება პრეზიდენტი იყოს პარტიის წარმომადგენელი",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner