logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: დასახელებულ კანდიდატებს შორის გამარჯვების ყველაზე მეტი შანსის მქონე სალომე ზურაბიშვილია
- +

11 აგვისტო. 2018. 01:52

 

ყველა იმ კანდიდატს შორის, ვინც არის ამ დროისთვის დასახელებული, ყველაზე გამოცდილი და გამარჯვების ყველაზე მეტი შანსის მქონე არის სალომე ზურაბიშვილი, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.

 

„ყველა იმ კანდიდატს შორის, ვინც არის ამ დროისთვის დასახელებული, ყველაზე გამოცდილი და გამარჯვების ყველაზე მეტი შანსის მქონე არის სალომე ზურაბიშვილი. მას ძალიან ბევრი წინაპირობა აქვს ამისა, რაც მე შემიძლია თამამად ვთქვა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მისივე თქმით, იყო ძალიან ბევრი არაეთიკური და შეურაცხმყოფელი კომენტარი ზურაბიშვილის მიმართ, რაც მიუღებელია.

 

„გუნდის შიგნით არის განსხვავებული მოსაზრებებიც და ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩვენს შორის, ვინც ამბობდა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს რომ გამოეხატა სურვილი და ჰქონოდა ასეთი პოზიცია, იქნებოდა საუკეთესო კანდიდატი. არ დავასწრებ მოვლენებს და ყველას სახელით არ ვილაპარაკებ, თუმცა, მე პირადად, ეკა ბესელია სალომე ზურაბიშვილს დავუჭერ მხარს“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner