logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუამ ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა
- +

17 აგვისტო. 2018. 17:48

 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა, თითქოსდა მედიკამენტებზე ფასები და ტარიფები იზრდება. მან ოპოზიცია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა. ზარქუას განცხადებით, საქმე გვაქვს სულ სხვა რეალობასთან და გადასახადები კი არ იზრდება, არამედ მცირდება.

 

ჩვენ წლიდან წლამდე გარდა ჯანდაცვის პროგრამებისა, ასევე შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც მედიკამენტების ნაწილში სოციალურად დაუცველებისთვის მოქმედებს. მათ პირველადი მოხმარების წამლები შეღავათიან ფასებში მიეწოდებათ. პირველი სექტემბრიდან კი, ეს შეღავათები შეეხება ასევე პენსიონერებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი შესაძლებლობის და კომპეტენციის ფარგლებში, მოსახლეობას ცხოვრება მაქსიმალურად გავუადვილოთ. ეს არის რეალობა და სინამდვილე,- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის მხარდაჭერის კუთხით გატარებულ პოლიტიკაზე.

 

მოქმედი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივით, როდესაც ის ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებდა, 2013 წლამდე არსებული დავალიანება ბიზნესს ჩამოეწერა. მეორე მიმართულება იყო ის, რომ მცირე ბიზნესს გადასახადი 5%-იდან 1%-მდე შეუმცირდა. მესამე - მცირე ბიზნესის ბრუნვა 100 ათასიდან 500 ათასამდე აიწია. მეოთხე- სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოსახლეობა, რომელიც ვერ ახდენდა პროდუქციის რეალიზებას, ბიზნესთან ეს პრობლემა მოუგვარდა. ასევე ის 5 დოკუმენტი, რომელიც ბიზნესის აღრიცხვიანობას უნდა მოხმარებოდა, გაერთიანდა ერთ დოკუმენტში. ასე ვეხმარებით ბიზნესს,- განაცხადა საკრებულოს უმრავლესობის წევრმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner