logo_geo
eng_logo
რევაზ სოხაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: მოგიწოდებთ, შექმნათ ფონდი, რომლითაც შესაძლებელი იქნება სასტუმრო „აჭარის” წინ არსებული ტერიტორიის გამოსყიდვა
- +

17 აგვისტო. 2018. 18:02

 

 

თბილისის საკრებულოს სხდომაზე ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ რევაზ სოხაძემ ოპოზიციას მოუწოდა, წინა ხელისუფლების დროს გაყიდული ტერიტორიების გამოსყიდვის პროცესში თბილისელებს დაეხმარონ და ამისთვის ფონდი შექმნან.

 

მინდა მივმართო ნაციონალურ მოძრაობას, მე მახსოვს რამდენიმე თვის წინ თქვენ შექმენით ფონდი და მიწის გამოსყიდვაში ეჯიბრებოდით რომელიღაც კერძო კომპანიას. მე მოგიწოდებთ, რომ ახლაც შექმნათ ფონდი, სადაც თქვენ და თქვენი მხარდამჭერები შეიტანთ თანხას, რომლითაც შესაძლებელი იქნება სასტუმრო აჭარის წინ არსებული ტერიტორიის გამოსყიდვა. იქნებ შეეხიდოთ თბილისის მოსახლეობას ამ თანხაში. უამრავი ასეთი ხარჯის გაწევა მოუწევს მუნიციპალიტეტს და ჩვენ ყველას, რომ ქალაქში საშინელება არ მივიღოთ. როდესაც ურბანულ საკითხებზე საუბრობთ ხოლმე, მე მინდა უბრალოდ შეგახსენოთ, რომ თქვენი პარტიის დანატოვარი ამ თვალსაზრისით ძალიან მძიმეა,- განაცხადა რევაზ სოხაძემ.

 

მისივე თქმით, იმ ურბანულ ქაოსში, რომელშიც დღეს თბილისი იმყოფება, წინა ხელისუფლებას მიუძღვის წვლილი და მუნიციპალიტეტი ყველაფერს აკეთებს, რომ იმ პერიოდში გაფუჭებული საქმეების მაქსიმალურად გამოსწორება შეძლოს. 

 

დღესვე დეპუტატი თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ალექსანდრე ტოგონიძის კანდიდატურის წარდგენასაც გამოეხმაურა და  მას მხარდაჭერა გამოუცხადა. მისი თქმით, წარდგენილი კანდიდატი ბევრი რამის გაკეთებას შეძლებს.

 

მთავარია, რომ მას ჰქონდეს სწორი ხედვა და თავისი ენერგიითა და შემართებით შეძლებს, რომ ის რთული პროცესები, რაც აუცილებლად დაიწყება ახალი გენგეგმის მიღების შემდგომ, ბოლომდე მიიყვანოს, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner