logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: რუსეთის მხრიდან არაერთგზის ვაწყდებით უკანონო ქმედებებს
- +

18 აგვისტო. 2018. 11:54

 

 

„რუსეთის მხრიდან არაერთგზის ვაწყდებით უკანონო ქმედებებს. შესაბამისად, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებას მაქსიმალურად ვაწვდით ინფორმაციას და დამერწმუნეთ, დადგება დრო, როდესაც ყველა დამნაშავე მართლმსაჯულების წინაშე აგებს პასუხს“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა.

 

„ის, რომ ოკუპაცია ჩვენი ქვეყნის მთავარი გამოწვევა და საფრთხეა, ეს აღიარებულია საერთაშორისოდ. ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ყოველდღიურად მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ავიმაღლოთ ოკუპაციის წინააღმდეგ ხმა და გადავდგათ პრაქტიკული ნაბიჯები საფრთხეების პრევენციისთვის“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner