logo_geo
eng_logo
ლევან იზორია: ყოველთვის მზად ვართ დიალოგისა და ამ მშვიდობიანი პოლიტიკის გამყარებისთვის
- +

18 აგვისტო. 2018. 16:22

 

 

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილ ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებას გამოეხმაურა დიალოგის დაწყების შესახებ.

 

„გვაქვს ძალიან მშვიდობიანი და პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებულია ჩვენი თანამოძმეების, აფხაზების და ოსების ჩვენს ქვეყანაში ინტეგრირებაზე. ამ მშვიდობიანი პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი გახლავთ ჩვენი გაძლიერება და განვითარება. სწორედ ამას ემსახურება მთავრობის მიერ წარდგენილი გეგმა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის". ასე რომ, ამ პოლიტიკის ფარგლებში, რასაკვირველია, ყოველთვის მზად ვართ დიალოგისა და ამ მშვიდობიანი პოლიტიკის გამყარებისთვის. ამ დიალოგისთვის გვაქვს საერთაშორისო ფორმატები. ჩვენ განუხრელად ვიცავთ პრინციპს, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, მათ შორის კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება დამოკიდებულია ამ ფორმატებზე. ის, რომ დღეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთს აქვს მაქსიმალური კონტროლი, ის, რომ გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ აფხაზი და ოსი ხალხის ნებით არ ხდება, ეს არის რეალობა. აქედან გამომდინარე, სწორედ ამ საერთაშორისო ფორმატების გაძლიერება არის იმის წინაპირობა, რომ დიალოგი რეალურ ფარგლებში შედგეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner