logo_geo
eng_logo
ქეთევან ციხელაშვილი: მავთულხლართებით იზოლაცია ადამიანებს პრობლემებს უქმნის
- +

14 სექტემბერი. 2018. 15:56

 

 

სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიის დედაქალაქში ოკუპაციის თემაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე შეხვედრებს აგრძელებს.

 

დღეს ავსტრიის საგარეო უწყებაში გამართულ შეხვედრაზე სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საუბრის ძირითადი თემა იყო. სახელმწიფო მინისტრმა ავსტრიელ დიპლომატებს მთავრობის ინიციატივის კონკრეტული დეტალები გააცნო და ოფიციალური ვენის მხრიდან ამ ინიციატივებში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობაზე ისაუბრა.

 

ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ავსტრიელ პარტნიორებს კარგად ესმით რუსული ოკუპაციისგან გამოწვეული პრობლემები.

 

„ხედვა, რომელიც გათვლილია ადამიანების კეთილდღეობის ზრდაზე, კონტაქტების ხელშეწყობაზე, ნდობის მშენებლობასა და შერიგებაზე, არის ერთადერთი სწორი გზა. გზა იმისკენ, რომ მოხდეს ნდობის აღდგენა და შერიგება იმ მოსახლეობის, რომელიც დღეს ხელოვნური ბარიერებითაა დაშორებული“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

 

ავსტრია, სხვა ევროპელი პარტნიორების მსგავსად, საქართველოს მთავრობის ახალ სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მხარს აქტიურად უჭერს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner