logo_geo
eng_logo
თამარ ჟვანია: ჩვენ ჩავატარებთ ძალიან გამჭვირვალე და წარმატებულ არჩევნებს
- +

14 სექტემბერი. 2018. 16:28

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, დღესდღეობით საარჩევნო გარემო შეიძლება შეფასდეს, როგორც გამჭვირვალე და ყველა პროცესი, რაც მიმდინარეობს, სწორედ გამჭვირვალობის პრინციპით წარიმართა.

 

„საარჩევნო გარემოს გამჭვირვალობას უზრუნველყოფს პროცესების ხელმისაწვდომობა, რომელიც დღესდღეობით მიმდინარეობს.

 

ჩვენ უკვე ძალიან ბევრი დამკვირვებელი გვყავს რეგისტრირებული. ბოლო სხდომებს 18 ორგანიზაციის 208 დამკვირვებელი ესწრებოდა. ასე რომ, გამჭვირვალობა სახეზეა. ჩვენ გვეყოლება საერთაშორისო დამკვირვებლები და ჩავატარებთ ძალიან გამჭვირვალე და წარმატებულ არჩევნებს“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner