logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: უწყებათაშორისო კომისიის სხდომებზე გაუსაძლისი და სტრესული სიტუაცია ნამდვილად არ არის
- +

14 სექტემბერი. 2018. 18:00

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის განცხადებით, უწყებათაშორისი კომისია ძალიან მნიშვნელოვანი სტრუქტურაა, რომელიც მნიშვნელოვან პროცესში მაკოორდინირებელ როლს ასრულებს.

 

„რამდენადაც ვიცი, არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან ბოლომდე ერთსულოვანნი გადაწყვეტილებაში, სადაც უწყებათაშორის კომისიას უნდობლობას უცხადებენ. კითხვის ნიშანი ჩნდება, ხომ არ არიან არასამთავრობო ორგანიზაციები მიკერძოებული და სუბიექტური, რადგან მეც ვესწრები პირადად ამ სხდომებს და იქ გაუსაძლისი და სტრესული სიტუაცია ნამდვილად არ არის. იუმორით თუ შევხედავთ, შეიძლება რამეზე გავიღიმოთ, მაგრამ არ არსებობს სიტუაცია, სადაც ვინმეს რამე უპირატესობა ჰქონდეს, სიტყვის უფლება არ მიეცეს ან ზოგადად, დაირღვეს მიღებული წესები, რაც არსებობს მსგავსი კომისიის მუშაობაში. უფრო სუბიექტურობას ვხედავ, ვიდრე ობიექტურობასა და რაციონალიზმს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

არასამთავრობო ორგანიზაციები „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უწყებათაშორის კომისიას უნდობლობას უცხადებენ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner