logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ სიყალბის გზით ცდილობს დივიდენდების მიღებას
- +

18 სექტემბერი. 2018. 19:46

 

„ნაციონალური მოძრაობა“ სიყალბის გზით ცდილობს დივიდენდების მიღებას“, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ ცესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიების გაყალბების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„იმდენად გათავხედდა ნაციონალური მოძრაობა და ცხადია, უბრალო დაკვირვებულმა ადამიანმაც იცის, რომ ეს პარტია ერთ-ერთი განშტოებაა „ნაციონალური მოძრაობის“, ასეთ სიყალბეზეც მიდიან. ვფიქრობ, რომ ეს არის უპატივცემულობა და დანაშაული არა მარტო ზოგადად, საარჩევნო პროცესებისადმი, არამედ საკუთარი ამომრჩევლისაც. ვფიქრობ, ამ ფაქტით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ. ტრადიციულად, ისინი სიყალბის გზით ცდილობენ დივიდენდების მიღებას, ვერ ეგუებიან, რომ დღეს არის სხვა რეალობა და ამომრჩეველი გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საქმე გვაქვს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი პარტნიორების მხრიდან სიყალბესთან, რაც ამ პოლიტიკური ძალის ჩვეული ხელწერაა“, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

ნიკა მაჭუტაძის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მიხეილ ანთაძის მხარდამჭერთა სიის გაყალბების შესაძლო ფაქტს პროკურატურა შეისწავლის. ცესკო-ში განაცხადეს, რომ პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში. თუმცა, ცესკო-ს ცნობით, მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება მამუკა ბახტაძის საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner