logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: „ნაცმოძრაობა“ ის პოლიტიკური გუნდია, რომელიც გაყალბების, ძალადობის გზით ცდილობს პოლიტიკურ სცენაზე დარჩენას
- +

18 სექტემბერი. 2018. 20:43

 

პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ ცესკო-ში საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიების გაყალბების შესაძლო ფაქტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა.

 

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა ხელმოწერების შეგროვება და კანონის აღსრულება იმდენად უმნიშვნელოა, რომმათ ცესკოში ფეიკ სია მიიტანეს. ეს ის პოლიტიკური გუნდია, რომელმაც პოლიტიკაში თავი ამ მეთოდებით დაიმკვიდრა და ამავე მეთოდებით ინარჩუნებდა ხელისუფლებას. ისინი წარსულში ჩარჩნენ, ვერ ეგუებიან დემოკრატიის მაღალ სტანდარტს და ახლაც გაყალბების, ძალადობის, არეულობის და ტყუილებისგზით ცდილობენ პოლიტიკურ სცენაზე დარჩენას” - აცხადებს გოგიჩაიშვილი.

 

უმრავლესობის დეპუტატი უსუსურს უწოდებს იმ არგუმენტებს, რაც ოპოზიციურმა ძალამ ამ თემასთან დაკავშირებით წარმოადგინა.

 

„ისინი იმდენად თავხედები არიან, რომ საკუთარ მხარდამჭერთა სიაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ხელმოწერაც კი გააყალბეს!  ამაზე ჩვენ უკვე მოვისმინეთ მათი მხრიდან უსუსური თავის მართლება და რეალობის მოდელირების მორიგი მცდელობა, თუმცა დარწმუნებულები ვართ, შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, სამართალდამცავი უწყებები დაინტერესდებიან და ყველა გარემოებას ნათელი მოეფინება. მათ აღარ გაუვათ ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული მეთოდები; ქართველმა ხალხმა მათ უკვე მიუჩინა კუთვნილი ადგილი პოლიტიკურ სანაგვეზე, სადაც დარჩებიან კიდეც სამუდამოდ!“ - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner