logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: რუსეთმა დაიწყო ომი და ამას ამბობდა სალომე ზურაბიშვილი!
- +

18 სექტემბერი. 2018. 22:50

 

„ორი აზრი არ არსებობს, რომ რუსეთი არის აგრესორი, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია“, -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსეთმა დაიწყო ომი და სწორედ ამას ამბობდა სალომე ზურაბიშვილიც.

 

„რუსეთმა დაიწყო ომი და მაგას ამბობდა სალომე ზურაბიშვილი. ორი აზრი არ არსებობს, რომ რუსეთი არის აგრესორი, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია, უბრალოდ სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი და უნდა ვთქვათ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი უფლება არ გააჩნია ისაუბროს ომსა და 2008 წელზე. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინათ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner