logo_geo
eng_logo
სტივენ ნიქსი: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ
- +

19 სექტემბერი. 2018. 10:45

 

 

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ ძალისხმევას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ“, - ამის შესახებ IRI-ს ევროპისა და აზიის პროგრამების დირექტორმა სტივენ ნიქსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შესაძლებლობა თბილისში გასულ კვირასაც ჰქონდა, როდესაც იქ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის პრეზიდენტ დენიელ ტვინინგთან ერთად იმყოფებოდა.

 

„ჩვენ განვიხილეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობები და პრემიერ-მინისტრმა  გასულ კვირას განაცხადა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძლიერი კავშირები კიდევ უფრო განამტკიცოს. იგი კვლავ ამ მიზნის ერთგული რჩება და სურს ურთიერთობების განვითარება პოლიტიკური, დიპლომატიური, სამხედრო და უსაფრთხოების მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენ საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში მხარს ვუჭერთ ამ ძალისხმევას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ”, - განაცხადა სტივენ ნიქსმა. 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner