logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილმა უზრუნველყო ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება
- +

22 სექტემბერი. 2018. 14:54

 

„ვიცი ბიძინა ივანიშვილის პრინციპები და მისი მიდგომა საქმისადმი. ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ტელეკომპანია „იბერიას“ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე დასმული კითხვის პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში კორუფციას არ დაუშვებს.

 

„ძალიან ბევრი გვარი გაჟღერდა. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ სადაც კითხვა არსებობს, იმ კითხვებზე ჩავეძიოთ ყველას და გავცეთ ამ კითხვებზე პასუხი. ეს არის ჩვენი ამოცანა. კორუფციას ჩვენ ბუნებრივია არ დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, თუ სადმე არსებობს ოდნავი ეჭვი მაინც კორუფციასთან დაკავშირებით, ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე. ამაში აუცილებლად საჭიროა ჩაძიება და საჭიროა კითხვებზე პასუხების გაცემა“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

ირაკლი კობახიძე საქმესთან პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის კავშირს გამორიცხავს.

 

„ამას პირდაპირ ვიტყვი - გამოვრიცხავ. ეს არის აბსოლუტურად გამორიცხული. მე ვიცი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრინციპები და მისი მიდგომა საქმისადმი. ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება. ეს ელიტური კორუფცია ყვაოდა საქართველოში 2012 წლამდე და სწორედ მისი პრინციპების წყალობით, რადიკალურად შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში ქვეყნის მართვის პრინციპები. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება, ეს არის მისი პრინციპების დამსახურება. რაც შეეხება ნებისმიერ დანარჩენ გვარს, აქ არის ეს საქმე ჩასაძიებელი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ჩვენ, პარლამენტი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე დავინტერესდებით, რა თქმა უნდა, ამ საქმით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ყველა სათანადო ზომა უნდა იყოს მიღებული იმისთვის, რომ საქმეს ნათელი მოეფინოს“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner