logo_geo
eng_logo
პროკურატურის მუშაობის ხარისხის ამაღლების თემაზე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით გაცნობითი შეხვედრები ჩატარდა
- +

22 სექტემბერი. 2018. 15:58

 

 

საქართველოს პროკურატურისა და ევროკავშირის ერთობლივი თანამშრომლობის ფარგლებში, პროკურატურის მუშაობის ხარისხის ამაღლების თემაზე პროკურორებისთვის და სისტემის გამომძიებლებისთვის გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ჩატარდა. შეხვედრებს ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელი პიმ ალბერსი უძღვებოდა. გამართული აქტივობები მიზნად ისახავდა სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე პროკურატურის მუშაობის ხარისხის მაჩვენებლის საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას.

 

სასწავლო აქტივობები მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ხარისხის უზრუნველყოფის მოდელები, სასამართლოების ხარისხის სისტემების განვითარების ისტორია, დაჩქარებული პროცედურები ჰოლანდიაში გავრცელებულ სისხლის სამართლის საქმეებზე და სხვა.  ინტერაქტიული შეხვედრის მონაწილეებმა პასუხები მიიღეს ასევე მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

 

პროკურორებსა და გამომძიებლებს მსგავსი შეხვედრები საშუალებას აძლევს გაეცნონ წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პროკურატურის სისტემის მუშაობის ხარისხის ამაღლებასა და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში დანერგვას.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner