logo_geo
eng_logo
მერაბ ქვარაია: „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ ხერხს არ ივიწყებს
- +

22 სექტემბერი. 2018. 16:08

 

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას განცხადებით, ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ პროვოკაციის მოწყობის მცდელობის ამსახველ მასალას გადაუგზავნიან ყველა საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციას.

 

„ამ მასალას გადავუგზავნით ყველა საერთაშორისო და სადამკვირვებლო ორგანიზაციას და კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ ხერხს არ ივიწყებს“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

 

მერაბ ქვარაიას ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროვოკაციის მოწყობა სცადეს, როდესაც პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდის მოსახლეობას ხვდებოდა.

 

დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ მაია კალანდიას შეხვედრაზე დასწრებისა და კითხვების დასმის საშუალება მიეცა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner