logo_geo
eng_logo
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები 40-მდე ქვეყანაში გაიხსნება
- +

22 სექტემბერი. 2018. 16:15

 

ცესკო-ს პრესსპიკერის ანა მიქელაძის ინფორმაციით, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია საზღვარგარეთ საარჩევნო უბნებს 40-მდე ქვეყანაში გახსნის.

 

მისი განმარტებით, კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები არაუგვიანეს 28 სექტემბრისა დაიწყებს მუშაობას.

 

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ცესკო დაახლოებით 40 ქვეყანაში გეგმავს საარჩევნო უბნების გახსნას. კანონმდებლობის შესაბამისად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები არაუგვიანეს 28 სექტემბრისა შეიქმნება და მათი მისამართები დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომი იქნება ცესკო-ს ვებგვერდზე. საუბნო საარჩევნო კომისიების ფუნქციონირების დაწყების შემდეგ, საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს საუბნო საარჩევნო კომისიებში მისვლა და საარჩევნო რეგისტრაციის გავლა შეეძლებათ“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

 

ამასთან, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესის შესახებაც გაავრცელა ინფორმაცია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner