logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილი შეძლებს საზოგადოების და პოლიტიკოსების აზრის გაერთიანებას
- +

22 სექტემბერი. 2018. 18:05

 

„სალომე ზურაბიშვილი მაღლა დადგება ყოველი პარტიის დღის წესრიგზე და შეძლებს საზოგადოების და პოლიტიკოსების აზრის გაერთიანებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდში პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ჩამოაყალიბა ხედვა, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს საქართველოს მომავალ განვითარებაში.

 

„სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ყველა ის ხედვა, თუ რა როლი უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს საქართველოს მომავალ განვითარებაში. ის თავის სათქმელს საქართველოს ყველა კუთხეში თავად ეტყვის საზოგადოებას. კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვიტყვი, რომ ხელისუფლების საგარეო კურსი მტკიცე და უცვლელია. რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს, ქალბატონმა სალომემ თქვა, რომ მისი მთავარი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი, განვითარების გზით იქნება. ეს არის მისი პოლიტიკური ხედვა და თანხვედრაშია საერთაშორისო მოსაზრებასთან. რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner