logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე, მე საქმის პრეზიდენტი ვიქნები
- +

22 სექტემბერი. 2018. 18:12

 

„გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე. მე ვიქნები საქმის პრეზიდენტი“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სამეგრელოში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„გართულები ვართ ერთმანეთის ჭამაში, გადავიდეთ საქმეზე. მე ვიქნები საქმის პრეზიდენტი. მე თქვენთან ერთად ვიქნები ელჩი, რათა გარეთ გავიტანო ის ქვეყანა, რომელსაც სჭირდება გვერდში დგომა, ზურგში დგომა და დახმარება. მე ასევე ვიქნები მედიატორი თქვენსა და ხელისუფლებას შორის, რომელსაც ზოგჯერ ინფორმაციის მიტანა სჭირდება, ზოგჯერ კრიტიკის მიტანა. ამისი მე არ შემეშინდება, როგორც არ მეშინია ზუგდიდში ჩამოსვლის. წარსული ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს და გადავიდეთ იმაზე, რაც ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში ყველასთვისაა მოცემული - ბუნება, სიმდიდრე, ნიჭი. აქ, სამეგრელოში კარგად იცით, რას ნიშნავს ნიჭი. ეს ყველაფერი გვერდზეა გადადებული, იმიტომ რომ, უნდა ერთმანეთი დავხოცოთ. მე გთავაზობთ, რომ ვიქნები გამაერთიანებელი პრეზიდენტი და მე ვიქნები არა მხოლოდ თქვენი, არამედ იმ ქალის პრეზიდენტიც, რომელიც ცოტა ხნის წინ საუბარს მიშლიდა და გავიდა ახლა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner