logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე ქალ ამომრჩევლებს: სალომე ზურაბიშვილი იქნება პირველ რიგში, თქვენი ინტერესების დამცველი
- +

9 ოქტომბერი. 2018. 13:46

„სალომე ზურაბიშვილი იქნება პირველ რიგში, თქვენი ინტერესების დამცველი“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ რუსთავში შეხვედრისას ქალ ამომრჩევლებს.

 

„ახლა ვუყურებ აუდიტორიას და ძალიან ბევრი პოლიტიკით, სოციალურ-ეკონომიკური პროცესებით დაინტერესებული ქალი არის ამ დარბაზში, ქალები, რომლებიც მუშაობენ, რომლები ზრდიან შვილებს, ასწავლიან სკოლებში და რომლებიც დიდ საქმეს უკეთებენ ჩვენს საზოგადოებას. დიახ, ეს საპრეზიდენტო არჩევნები იქნება სწორედ თქვენი არჩევნები. დღეს მოდის ლიდერი და მონაწილეობს ამ კამპანიაში ლიდერი ქალბატონი, რომელიც იქნება სწორედ თქვენი უფლებების დამცველი, თქვენი ინტერესების დამცველი და თქვენი პრეზიდენტი პირველ რიგში! ეს იქნება სალომე ზურაბიშვილი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner