logo_geo
eng_logo
დავით სერგეენკო: უმორჩილესი თხოვნა მაქვს, რომ 28 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში და ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას
- +

11 ოქტომბერი. 2018. 13:20

 

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

 

დღეს სალომე ზურაბიშვილი ქვემო ქართლის რეგიონში - თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო.

 

„28 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობამ უნდა გააკეთოს არჩევანი- უნდა მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. მე ვერ გთხოვთ, არც გაკადრებთ იმას, რომ მიგითითოთ, ვის მისცეთ ხმა, იმიტომ, რომ თითოეულ თქვენგანს საკმარისზე მეტი გამოცდილება აქვს უტყუარი არჩევანის გასაკეთებლად - ვის უნდა ქვეყნისთვის სიკეთე, ვის უნდა ქვეყნის განვითარება და მეორე მხრივ, ვის ამოძრავებს რევანშის, ბოღმის, ღვარძლის და ანგარიშსწორების სურვილი. ამას თქვენ არაჩვეულებრივად გააკეთებთ. მე ერთადერთი სათხოვარი მექნება თქვენთან, უმორჩილესი თხოვნა, რომ 28 ოქტომბერს არავინ  დარჩეს სახლში და ხმა მივცეთ საქართველოს განვითარებას. რაც შეეხება ჩემს არჩევანს, მე ჩემი არჩევანი გაკეთებული მაქვს, რომელსაც დავაფიქსირებ. მინდა, რომ არაჩვეულებრივ ქალბატონს, სალომე ზურაბიშვილს მივცე ხმა 28 ოქტომბერს. გისურვებთ წარმატებებს, ქალბატონო სალომე!“ - განაცხადა დავით სერგეენკომ ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner