logo_geo
eng_logo
გოდერძი ჩანქსელიანი: დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე ამ არჩევნებში გაიმარჯვებს
- +

11 ოქტომბერი. 2018. 13:58

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოდერძი ჩანქსელიანმა თეთრიწყაროს მოსახლეობას სიტყვით მიმართა:

 

„ჩვენ, თქვენთან ერთად უამრავი გამოცდა ჩავაბარეთ, რაც ეხება არჩევნებს. 2012 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ვატარებთ მეექვსე არჩევნებს. ხუთ არჩევნებში ჩვენ წარმატებას მივაღწიეთ და ავირჩიეთ ყოველთვის ჩვენთვის რჩეული. ქალბატონი სალომე, დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში გაიმარჯვებს თქვენი დახმარებით. მე თქვენ მოგიწოდებთ, ყველას, რომ მივცეთ ხმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ის გახდება საქართველოს პრეზიდენტი. ჩემი ხმა პირადად ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს“, - განაცხადა გოდერძი ჩანქსელიანმა თეთრიწყაროში ამომრჩეველთან შეხვედრაზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner