logo_geo
eng_logo
„არ შეიძლება, საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია“
- +

11 ოქტომბერი. 2018. 14:07

 

„არ შეიძლება, საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თეთრიწყაროში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია, საქართველოში 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრი დაბრუნდეს.

 

„მე მიმაჩნია, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ 21-ე საუკუნის ონკოლოგიის ცენტრი. არ შეიძლება, საქართველოდან ადამიანები უცხოეთში მიდიოდნენ იმ მკურნალობის მისაღებად, რაც მათი სიცოცხლისთვის აუცილებელია. ვიცი, ეს დიდ ინვესტიციას მოითხოვს, მაგრამ მე მზად ვარ, ამის შესახებ არა მხოლოდ მთავრობასთან ვიმუშაო, არამედ მივმართავ ჩვენს დიასპორას, მათგან, ნამდვილად, შეიძლება თანხებისა თუ დახმარების მოპოვება. იქ გვყავს ძალიან ბევრი წარმატებული ექიმი. ეს არის ჩემი ერთ-ერთი სურვილი, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner