logo_geo
eng_logo
ხარკოვში საქართველოს საპატიო საკონსულო გაიხსნა
- +

11 ოქტომბერი. 2018. 15:37

 

ხარკოვში საქართველოს საპატიო საკონსულოს საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა.

 

საზეიმო ღონისძიებაზე მოწვეულ  სტუმრებს სიტყვით მიმართა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გელა დუმბაძემ. საქართველოს ელჩმა  დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს საპატიო კონსული - ალექსანდრა ჩიხლაძე. გელა დუმბაძემ აღნიშნა, რომ ახლო მომავალში იგეგმება ქ. ლვოვში და ქ. ჩერნიგოვში საქართველოს საპატიო საკონსულოების გახსნა, რაც მორიგი ნათელი მაგალითი იქნება საქართველო-უკრაინას შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების და განვითარებისა.

 

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ტაბატაძემ, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორმა ოლგა ჩუბრიკოვამ და ქ. ხარკოვში საქართველოს საპატიო კონსულმა ალექსანდრა ჩიხლაძემ.

 

ცერემონიას ესწრებოდნენ  ხარკოვის ოლქისა და ქ. ხარკოვის ხელმძღვანელი პირები, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო სფეროსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner