logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი გიგი უგულავას განცხადებაზე: ეს არის მორიგი ტყუილი - სიცრუე ამ პოლიტიკური პარტიის საყვარელი საქმიანობაა
- +

11 ოქტომბერი. 2018. 18:23

 

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი სიცრუეს და უპასუხისმგებლოს უწოდებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები ტოვებენ და „ევროპულ საქართველოს“ უერთდებიან.

 

„სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ეს ადამიანები არ ყოფილან „ქართული ოცნების“ წევრები, ეს არის მორიგი ტყუილი და ძალიან სამწუხაროა, რომ სიცრუე ამ პოლიტიკური პარტიის, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ძალიან საყვარელი საქმიანობაა, თუმცა ეს ლოგიკურია ალბათ, იქიდან გამომდინარე, რომ ეს პარტია სულ უფრო მეტად კარგავს როგორც წევრებს, ისე  მხარდამჭერებს“, - განაცხადა „TV-პირველის“ ეთერში რატი იონათამიშვილმა.

 

მისი თქმით,  28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პოლიტიკური პარტიის დაშლის პროცესს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner