logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ილაპარაკონ ომსა და მის შედეგებზე
- +

11 ოქტომბერი. 2018. 19:27

 

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, ილაპარაკონ ომზე და მის შედეგებზე“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს.

 

,,მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, მამუკა ბახტაძე არის ძალიან ადეკვატური და ბოდიში მამუკასთან, რომ საერთოდ შედარებას ვაკეთებ, არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება წესით იმიტომ, რომ მამუკა ბახტაძე გამოდიოდა გაეროს ტრიბუნაზე და მას ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა. მან ილაპარაკა ოკუპაციაზე მთელი სიმძაფრით და მისი გამოსვლა საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწონებულ იქნა. გამოსვლაში იყო ყველა საჭირო მესიჯი, რაც ქვეყნის ინტერესებში ჯდებოდა. ქართულად რომ იყო ეს გამოსვლა, ესეც ძალიან კარგი. რაც შეეხება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, მან ისაუბრა ქართულ კულტურაზე. ეს იყო ის პლატფორმა, სადაც კულტურაზე უნდა ესაუბრა პრემიერმინისტრს ძირითადად. მიუხედავად ამისა მან ასევე ისაუბრა სუვერენიტეტზე, ქვეყნის მთლიანობაზე და მე ვფიქრობ რომ შედარება, გაკიცხვა სააკაშვილის მხრიდან მისი არის ამაზრზენი საქციელი ადამიანის მხრიდან, რომელიც პრაქტიკულად შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში. ნაციონალურ მოძრაობას და მის ლიდერს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ ომზე და მის შედეგებზე", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner