logo_geo
eng_logo
გიორგი გახარიამ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს სამინისტროში „სისტემური განახლების“ ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები გააცნო
- +

12 ოქტომბერი. 2018. 10:30

 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს ჯორჯ კენტს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონსა და ქვეყანაში უსაფრთხოების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს. გიორგი გახარიამ და ჯორჯ კენტმა, ასევე, ისაუბრეს სახმელეთო საზღვრისა და სანაპირო დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობის საკითხებზე.

 

შინაგან საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს სამინისტროში „სისტემური განახლების“ ფარგლებში დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

 

გიორგი გახარიამ ჯორჯ კენტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქართველოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner