logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები ელჩი მთავრობასთან, პარლამენტთან და ამაში ჩემი დამოუკიდებლობაც დამეხმარება
- +

15 ოქტომბერი. 2018. 15:08

 

დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, სალომე ზურაბიშვილი მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

 

„არსებობს ძალიან ძლიერი კურორტი, ბაზალეთის ტბა. ის ცნობილია საუკუნეების მანძილზე და მას შეუძლია დაეხმაროს საქართველოს, რომ გახდეს კურორტებისა და მედიცინის ქვეყანა. ამის მონაცემები, რესურსები გვაქვს და როგორც მეღვინეობაა გავრცელებული მთელ მსოფლიოში და წარმოადგენს ეკონომიკის ძლიერ მხარეს, ასევე შეიძლება კურორტებისა და მედიცინის სფეროს განვითარება, მითუმეტეს, რომ ევროპაში არის ამის დიდი მოთხოვნა. ამ ყველაფრის მისაღწევად მე თქვენ გვერდით ვარ. მე ვიქნები ელჩი მთავრობასთან, პარლამენტთან და ამაში ჩემი დამოუკიდებლობაც დამეხმარება. შემიძლია მათთან კრიტიკული აზრებისა თუ ინიციატივების მიტანა. ხელისუფლებასთან ისეთი ფორმის დიალოგს დავამყარებ, რაც საქმის კეთების საშუალებას მოგვცემს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი შალვა კერესელიძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები- ერეკლე ტრიპოლსკი, მირიან წიკლაური, ზაზა პაპუაშვილი და გია ჟორჟოლიანი დაესწრნენ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner