logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული
- +

15 ოქტომბერი. 2018. 16:53

 

„მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული“, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა თიანეთში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, მუცოზე აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

„აღდგენითი სამუშაოები დაწყებული არის მუცოზე. აქ უნდა აღვნიშნო, რომ მუცო არის აღდგენილი ბიძინა ივანიშვილის მიერ და ეს უნდა იყოს აღიარებული. ადამიანი შეიძლება პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით გააკრიტიკო, მაგრამ უმადურობა და არაღიარება არ არის საკადრისი საქართველოს საზოგადოების. ასეთი აღდგენა, როგორიც არის მუცოს და რომელიც მალე დასრულდება, არის ძალიან დიდი საქმე სწორედ მთისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner