logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მთაში ყველაზე მნიშვნელოვანია პირადი ინიციატივა
- +

15 ოქტომბერი. 2018. 17:13

 

„მთაში ყველაზე მნიშვნელოვანია პირადი ინიციატივა“, - ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

 

„მთაში ყველაზე მნიშვნელოვანია პირადი ინიციატივა. საქართველო დღემდე პირადი ინიციატივით მოვიდა, ადამიანებით, რომლებმაც იციან, როგორ აკეთონ საქმე და ემსახურონ ქვეყანას. მე ვიქნები ნოვატორების გვერდით, იმ ახალგაზრდების გვერდით, რომლებიც ინიციატივებს გამოიჩენენ, აიღებენ პასუხისმგებლობას სხვადასხვა საქმეზე. ასეთი ახალგაზრდები მოვიდნენ ჩემს ადმინისტრაციასთან და ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს. ადამიანი, რომელმაც იცის, თავისი საქმე როგორ წამოიწყოს, რა უნდა ცხოვრებაში, ის მოვიდეს ჩემთან. სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ დაიჩივლებენ, რა გვეშველება და დახმარებას მოითხოვენ, მე ვერ დავეხმარები, რადგან ამის ბერკეტები და კომპეტენცია არ გამაჩნია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner