logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას: კრიმინალები თქვენკენ მოიკითხეთ!
- +

15 ოქტომბერი. 2018. 17:32

 

„კრიმინალი თქვენკენ მოიკითხეთ და საკუთარი პირადი ცოდვებიც“, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“  წევრს ნიკა მელიას.

 

„ბანდიტები თქვენკენ მოიკითხეთ, სასახლეებიც თქვენკენ მოიკითხეთ და კრიმინალიც თქვენკენ მოიკითხეთ. რაც შეეხება კრიმინალებს, კრიმინალები თქვენკენ მოიკითხეთ და საკუთარი პირადი ცოდვებიც მოიკითხეთ, ბატონო ნიკა, გარდა გუნდის ცოდვებისა. ზოგადად „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელი რომ საუბრობს მაღალ მატერიებზე ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უბედურება და ეს უბედურება დასრულდება ძალიან მალე. „ნაცმოძრაობა“, რომელიც გამოირჩეოდა გაუპატიურებით, ადამიანის ღირსების შელახვით, ბიზნესის რეკეტით, ათასი უბედურებით. ეს ადამიანები ახლა ლაპარაკობენ რაღაცა სპექტაკლებით გამოგონილ თემებზე. ერთი სპექტაკლი დაიწყეთ და ჩაგივარდათ, დაიწყეთ მეორე სპექტაკლი და ისევე ჩაგივარდებათ, როგორც პირველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner