logo_geo
eng_logo
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 139-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას
- +

15 ოქტომბერი. 2018. 18:37

 

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით, 14-18 ოქტომბერს, ჟენევაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 139-ე ასამბლეაში იღებს მონაწილოებას.

 

გიორგი ვოლსკი ასამბლეას სიტყვით მიმართავს. დაგეგმილია საპარლამენტო დელეგაციის წევრის, გიორგი ხატიძის სიტყვით გამოსვლა ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმზე, რომელიც ასამბლეის პარალელურად გაიმართება.

 

ქართული დელეგაცია, ასევე,  ორმხრივ შეხვედრას გამართავს საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ  მდივანთან, მარტინ ჩუნგონგთან.

 

საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 139-ე ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე პარლამენტების გენერალური მდივნების ასოციაციის შეხვედრებში იღებს მონაწილეობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner