logo_geo
eng_logo
გიგი წერეთელი ბინალი ილდირიმს შეხვდა
- +

15 ოქტომბერი. 2018. 18:48

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ბინალი ილდირიმს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებული უსაფრთხოების, მიგრაციის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს. ერთ-ერთ განსახილველ თემას   ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის გაღრმავება და საპარლამენტო დემოკრატიის გაძლიერება წარმოადგენდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-თურქეთის  სტრატეგიული პარტნიორობის განსაკუთრებულ მნიშვნელობასაც გაუსვეს ხაზი.

 

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ანტალიაში გამართულ ევრაზიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების რიგით მესამე შეხვედრას დაესწრო და ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა იდეალური გარემოა, რომელიც ჩვენ ქვეყნებს ერთმანეთთან ხიდების მშენებლობაში ეხმარება. მაშინ როდესაც, მთავრობებს შორის ნდობის ეროზიის შემთხვევები დგებოდა, ეუთოს პარლამენტარები აქტიურად აგრძელებენ აღებული ვალდებულებების შესრულებას. ჩვენ ვაგრძელებთ დიალოგის წარმართვის და მრავალმხრივი დიპლომატიის მხარდაჭერას“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

 

ევრაზიის ქვეყნების სპიკერების შეხვედრას 20 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე და 17 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია დაესწრო.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner