logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: მუქარის და შანტაჟის ენით საუბარი, განსაკუთრებით ასეთი ფორმის და შინაარსის ყოვლად მიუღებელია
- +

15 ოქტომბერი. 2018. 22:20

 

 

„ხელისუფლებას მუქარის ტონის, მუქარით საუბრის ნამდვილად არ ეშინია. თუ ეს მუქარა ადრეც ყოფილა ვინმესთან გამჟღავნებული, ფაქტია, რომ ადამიანი დღეს არის პატიმრობის ქვეშ და ამ მუქარის შიში არავის აქვს. პირიქით, ყველა ვართ მომხრე და ეს არის ძალიან პრინციპული, რომ  ყველა გარემოება, რომელიც ოდნავ მანიც რაიმე კითხვის ნიშანს ტოვებს, იყოს პასუხგაცემული და გაირკვეს“, – აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

 

მისი თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და მნიშვნელოვანია, ყველა გარემოება ღიად გადამოწმდეს, გაირკვეს და არავინ არაფერს ხელს არ დააფარებს.

 

„ეთერში გასული ჩანაწერით, ჩვენ მოვისმინეთ მირზა სუბელიანის, ყოფილი ძალოვანის მუქარა ხელისუფლების მისამართით. გამორიცხული არ არის, რომ ეს მუქარა ადრეც გაეჟღერებინა გამომძიებელთან, პროკურორთან.

 

ის, რომ ხელისულებას არ ეშინია მისი აბსურდული ბრალდებების და მუქარის, ამის დასტურია ის, რომ ის ციხეშია. ვინმეს, რომ მისი მუქარის შეშინებოდა ან რაიმე ყოფილიყო მისი მუქარებიდან ოდნავ მაინც ახლოს რეალობასთან, მას არ დააპატიმრებდნენ”, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 

მისივე თქმით, პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ ჩანაწერების მოპოვება თუ გავრცელება განხორციელდა შანტაჟის  გზით.

 

„ჩვენ დღეს მოვისმინეთ პროკურატურის განცხადება და ვნახეთ რომ ამ ჩანაწერების მოპოვება თუ გავრცელება განხორციელდა შანტაჟის  გზით.

გამოძიებამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი სწორედ ამ შეკითხვებსაც.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს კონკრეტული პირები, თუ ვინ ბედავს კვლავ ამ ენით და ამ მეთოდებით იმოქმედოს. თუმცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ვისი ხელწერაა მსგავსი ქმედებები” - აცხადებს ეკა ბესელია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner