logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: არ მივცემთ უფლებას „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ იძალადოს ქართულ საზოგადოებაზე!
- +

15 ოქტომბერი. 2018. 22:21

 

 

„პირველ რიგში ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ საზოგადოების წინაშე დასმული ნებისმიერი შეკითხვა გამოძიების მხრიდან უნდა იყოს პასუხგაცემული. ჩანაწერების ავთენტურობა უნდა  დადასტურდეს შესაბამისი ექსპერტიზის მიერ. თვალს ვადევნებთ, რომ ერთი კონკრეტული ჩინოვნიკის მხრიდან, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული  ადგილი აქვს მუქარას სახელმწიფოს, ხელისუფლების მიმართ, შესაბამისად, გასარკვევია, ადრეც ხომ არ იყო მსგავსი მუქარა ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ.  ის, რომ ჩვენთვის მიუღებელია ასეთი ფორმის, რაიმე ტიპის შანტაჟი დასტურდება იმით, რომ  ეს კონკრეტული პირი პასუხისგებაშია მიცემული. სამართალი აღსრულდება ისე, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული და საზოგადოებაში არსებულ ყველა შეკითხვას გამოძიების მხრიდან გაეცემა პასუხი“, - ამის შესახებ დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი არის ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობა, რასაც ჩვენი ხელისუფლება არ დაუშვებს. მათი ეს რევანშისტული წყურვილი - რაიმე ფორმით და ყველაფრის ხარჯზე მოვიდნენ ხელისუფლებაში  და მათი ეს ოცნება - დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ ასრულდება. მათი განწყობა და მოტივაცია არის რევანში, საზოგადოების დაშინება და ტერორი. ჩვენ არ მივცემთ უფლებას „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ ერთხელ იძალადოს ქართულ საზოგადოებაზე და კიდევ ერთხელ იმ დანაშაულებრივი სისტემით მიეცეს საშუალება მართოს ქვეყანა.  კიდევ ერთხელ წერტილდასმული იქნება ყველაფერი 28 ოქტომბერს, როდესაც ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვებს და გახდება საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner